ირანმა საუდის არაბეთისა და ქუვეითის მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ირანიდან გაშვებული 20-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს.
სამინისტროს ცნობით, დრონები თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის აღმოსავლეთში გაანადგურეს.
ასევე, ირანული რაკეტებისა და დრონების ჩამოგდების შესახებ ინფორმაციას ქუვეითის შეიარაღებული ძალებიც ავრცელებს.
„თუ აფეთქებების ხმას გაიგებთ, ეს თავდაცვის სისტემების მიერ მტრის იერიშების მოგერიების შედეგია“, - განაცხადა ქუვეითის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა