დონალდ ტრამპი - არჩევნებში ვიქტორ ორბანს ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს

არჩევნებში ვიქტორ ორბანს ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის (CPAC) მონაწილეებს ვიდეომიმართვისას განუცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უნგრეთის 2026 წლის კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის (CPAC) მონაწილეებს ვიდეომიმართვის საშუალებით მიესალმა.

„მსურს, საუკეთესო სურვილები გავუგზავნო

პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელსაც მე არჩევნებში მხარს ვუჭერ და რომელიც ძალიან მალე იქნება. მე მხარს ვუჭერ მის არჩევას. მას ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს. ის ძლიერი ლიდერია, რომელმაც მთელ მსოფლიოს აჩვენა, თუ რისი გაკეთება შეიძლება, როდესაც შენ საკუთარ საზღვრებს, კულტურას, მემკვიდრეობას, სუვერენიტეტსა და ღირებულებებს იცავ. ის შესანიშნავი ადამიანია. მე მას წინა არჩევნების დროსაც დავუჭირე მხარი და მან გაიმარჯვა. თავისი ქვეყნისთვის მან შესანიშნავი სამუშაო შეასრულა. განსაკუთრებით კი საზღვრებთან და დანაშაულთან დაკავშირებით. თქვენ ეს პრობლემა არ გაქვს, მაშინ როცა ბევრ ქვეყანას აქვს. თქვენ ძლიერი საზღვრები გაქვთ და ამაზე პასუხისმგებელი ის არის. იმედი მაქვს ის გაიმარჯვებს და თანაც, დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა კონფერენციის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას „საღი აზრისა და კონსერვატიული პრინციპების ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა“.

„მადლობას გიხდით საერთო ცივილიზაციის მიმართ ერთგულებისთვის, რომელსაც ამერიკელები, უნგრელები და ევროპელები იზიარებენ. ჩვენი ორი ქვეყანა გზას აჩვენებს გაცოცხლებული დასავლეთისკენ, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს დაიცავს, ჩვენს შვილებს დაიცავს და მომავალი თაობების განმავლობაში მსოფლიოს გაუძღვება. ჩვენ ძალიან ბევრს ვიმუშავებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო