დეკანოზი იოანე - პატრიარქი აღარ დაგვტოვებს, აქ გვეყოლება ეკლესიაში, სადაც შეუძლიათ ადამიანებს მივიდნენ, პატრიარქს შენდობა სთხოვონ, დალოცვა მიიღონ და პატრიარქი აუცილებლად, როგორც სიცოცხლეში გვახარებდა, ისევე გაგვახარებს ყოველთვის

ვინც ახლა ვერ შეძლებს, რომ პატრიარქს გამოემშვიდობოს, პატრიარქი აღარ დაგვტოვებს, აქ გვეყოლება ეკლესიაში, სადაც შეუძლიათ ადამიანებს მივიდნენ, პატრიარქს შენდობა სთხოვონ, დალოცვა მიიღონ და პატრიარქი აუცილებლად, როგორც სიცოცხლეში გვახარებდა, ისევე გაგვახარებს ყოველთვის,- ამის შესახებ დეკანოზმა იოანემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ, პატრიარქის დაკრძალვის დღეს, ხალხის სიმრავლისა და სხვადასხვა დელეგაციის გამო, სამების საკათედრო ტაძარში შესვლა მხოლოდ საშვით იქნება დასაშვები.

„აკრძალვას რაც შეეხება, იმდენი ხალხი იქნება და დელეგაცია იქნება ჩამოსული, ყველას როგორც გვითხრეს, საშვის გარეშე ვერ შეძლებენ შემოსვლას. ვინც ახლა ვერ შეძლებს, რომ პატრიარქს გამოემშვიდობოს, პატრიარქი აღარ დაგვტოვებს, აქ გვეყოლება ეკლესიაში, სადაც შეუძლიათ ადამიანებს მივიდნენ, პატრიარქს შენდობა სთხოვონ, დალოცვა მიიღონ და პატრიარქი აუცილებლად, როგორც სიცოცხლეში გვახარებდა, ისევე გაგვახარებს ყოველთვის. პატრიარქის სიტყვები აღსრულდა- დღეს ხომ ხედავთ ყველა გამთლიანდა, ყველას ერთი ტკივილი გვაკავშირებს, რომ პატრიარქი ჩვენთან არ არის, მაგრამ უფლის წინაშე გვყავს მფარველი და მეოხე. გისამძიმრებთ ყველას!“- განაცხადა დეკანოზმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო