ვიქტორ ორბანი - დღეს ჩვენთან არის პატრიოტი ჩემპიონი, ირაკლი კობახიძე -  ევროკავშირის მხრიდან მუდმივი ზეწოლის მიუხედავად, სწორედ ის იცავს საქართველოს სუვერენიტეტს

ევროკავშირის მხრიდან მუდმივი ზეწოლისა და ლიბერალების მხრიდან მუდმივი ძირგამომთხრელი საქმიანობის მიუხედავად, ირაკლი კობახიძე არის ის, ვინც საქართველოს სუვერენიტეტს იცავს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს ჩვენთან ერთად არის პატრიოტი ჩემპიონი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კავკასიიდან, რომელიც რუსული დათვის ხახაშია. ევროკავშირის მხრიდან მუდმივი ზეწოლისა და ლიბერალების მხრიდან მუდმივი ძირგამომთხრელი საქმიანობის მიუხედავად, სწორედ ის იცავს საქართველოს სუვერენიტეტს. დღეს ევროპაში ყველაზე მამაცი ქვეყანა საქართველოა“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ცნობისთვის, დღეს უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია (CPAC) იმართება.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო