ვიქტორ ორბანი - ევროკავშირის მხრიდან მუდმივი ზეწოლისა და ლიბერალების მხრიდან მუდმივი ძირგამომთხრელი საქმიანობის მიუხედავად, ირაკლი კობახიძე არის ის, ვინც საქართველოს სუვერენიტეტს იცავს

ევროკავშირის მხრიდან მუდმივი ზეწოლისა და ლიბერალების მხრიდან მუდმივი ძირგამომთხრელი საქმიანობის მიუხედავად, ირაკლი კობახიძე არის ის, ვინც საქართველოს სუვერენიტეტს იცავს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს ჩვენთან ერთად არის პატრიოტი ჩემპიონი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კავკასიიდან, რომელიც რუსული დათვის ხახაშია. ევროკავშირის მხრიდან მუდმივი ზეწოლისა და ლიბერალების მხრიდან მუდმივი ძირგამომთხრელი საქმიანობის მიუხედავად, სწორედ ის იცავს საქართველოს სუვერენიტეტს. დღეს ევროპაში ყველაზე მამაცი ქვეყანა საქართველოა“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ცნობისთვის, დღეს უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია (CPAC) იმართება.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო