ნიკა გვარამია - პატრიარქის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნგრეთიდან აკოორდინირებს დაკრძალვის პროცედურებს? 2 დღე ვერ მოიცადა კაცმა, საქართველოშიც კი არ გაჩერდა, ორბანთან გაიქცა, იქნებ ამერიკელებს დამალაპარაკოსო

პატრიარქის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნგრეთიდან აკოორდინირებს დაკრძალვის პროცედურებს? 2 დღე ვერ მოიცადა კაცმა, საქართველოშიც კი არ გაჩერდა, ორბანთან გაიქცა, იქნებ ამერიკელებს დამალაპარაკოსო,- ამის შესახებ განცხადება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა და უნგრეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს გამოეხმაურა.

გვარამიას თქმით, კობახიძე, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მნიშვნელოვან ამოცანას არ ასრულებს, მეორე მხრივ, კი გარდაცვლილსა და მის ჭირისუფლებს პატივს არ სცემს.

„მისი პირადი რელიგიური მოსაზრებები საერთოდ არ მაინტერესებს - „ქოცი“ კი არ ვარ, ხალხი რელიგიური ნიშნით დავყო და ვინ რამდენი ფოტო გადაიღო და რამდენი კურცხალი გადმოყარა, ის ვითვალო და რაიმე მნიშვნელობა მივანიჭო. ამით „ქოცები“ სპეკულირებენ, როგორც ზოგადად სჩვევიათ ტრაგედიებით მოვაჭრეებს.

აქ ამბავი ის არის, რომ საკუთარ საქმეს არ ასრულებს ეს კაცი, რაც, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ამოცანის შეუსრულებლობა, უპასუხისმგებლობა და არასერიოზულობაა, მეორეს მხრივ კი, გარდაცვლილის და მისი ჭირისუფლის უპატივცემლობა.

სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი მაინც ყოფილიყო. არა - პარტიულ შეკრებაზე გაიქცა, მისი და ივანიშვილის პირადი საკითხების "დასალაგებლად". სამარცხვინო!“- განაცხადა გვარამიამ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო