დონალდ ტრამპი - ცეცხლის შეწყვეტა არ მსურს - ცეცხლს არ წყვეტ მაშინ, როდესაც მეორე მხარეს ანადგურებ

ცეცხლის შეწყვეტა არ მსურს - ცეცხლს არ წყვეტ, როდესაც მეორე მხარეს ანადგურებ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან დიალოგი შესაძლებელია, თუმცა ცეცხლის შეწყვეტაზე არ ფიქრობს.

„მათ საზღვაო

ფლოტი და საჰაერო ძალები აღარ ჰყავთ. ასევე, მათ სამხედრო აღჭურვილობა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აღარ აქვთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის ხარგის კუნძულზე შესაძლო სამხედრო ოპერაციის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

„შესაძლოა მქონდეს გეგმები ან არა. თუმცა, ეს ნამდვილად ის ადგილია, რომლის შესახებაც ბევრი საუბრობს. მაგრამ თქვენ ვერ გეტყვით“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო