აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანში 8000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.
„ამ დროისთვის, 8000-ზე მეტ სამხედრო სამიზნეს დავარტყით, მათ შორის 130 ირანულ გემს, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამ კვირიან პერიოდში საზღვაო ძალების ყველაზე მასშტაბური განადგურების ფაქტია“, - განაცხადა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, ბრედ კუპერმა.
მისი თქმით, ირანის სამხედრო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად მცირდება.
„მათი საზღვაო ფლოტი აღარ დაცურავს, მათი გამანადგურებლები აღარ დაფრინავენ. მათ დაკარგეს იმის შესაძლებლობა, რომ დრონები და რაკეტები იმ სიხშირით გაუშვან, როგორც ამას კონფლიქტის დასაწყისში აკეთებდნენ“, - აღნიშნა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა.