მარია ზახაროვა - აშშ-მა და ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტზე დარტყმით საერთაშორისო სამართალი დაარღვიეს

აშშ-მა და ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტზე დარტყმით საერთაშორისო სამართალი დაარღვიეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ეს საერთაშორისო სამართლის, გაერო-სა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წესდების უხეშ დარღვევას წარმოადგენს“, - განაცხადა ზახაროვამ.

ცნობისთვის, დღეს ირანის სახელმწიფო მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო ძალებმა ისპაჰანის პროვინციაში მდებარე ნატანზის ბირთვულ ობიექტზე დარტყმები განახორციელეს.

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ ირანმა ნატანზის ბირთვულ ობიექტზე დარტყმის შესახებ სააგენტოს უკვე აცნობა. მათივე ცნობით, ობიექტიდან რადიაციული გაჟონვა არ დაფიქსირებულა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო