ისრაელის სამხრეთ ნაწილში, ქალაქებში, დიმონასა და არადში, ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად 200-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 მძიმე მდგომარეობაშია, - ინფორმაციას The Times of Israel-ი მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო თავდაცვამ მინიმუმ ორი ბალისტიკური რაკეტის მოგერიება ვერ შეძლო.
დარტყმების შედეგად მძიმედ დაშავებულებს შორის არიან 12 წლის ბიჭი დიმონაში და 5 წლის გოგონა არადში.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დარტყმები მიმართული იყო ისრაელის ბირთვული კვლევის ობიექტის წინააღმდეგ, რომელიც დიმონადან დაახლოებით 10 კილომეტრში და არადიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.
ირანი აცხადებს, რომ სარაკეტო იერიში აშშ-ის მიერ ნატანზის ურანის გამდიდრების ობიექტზე თავდასხმის საპასუხოდ განახორციელეს.