დონალდ ტრამპი - თუ ირანი ჰორმუზის სრუტეს 48 საათის განმავლობაში არ გახსნის, აშშ მათ ელექტროსადგურებს დაარტყამს და გაანადგურებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეს 48 საათში არ გახსნის, აშშ მის ელექტროსადგურებს დაარტყამს და გაანადგურებს.

მისი თქმით, დარტყმებს ირანის ყველაზე დიდი ელექტროსადგურიდან დაიწყებს.

“თუ ირანი სრულად, საფრთხის გარეშე, ჰორმუზის სრუტეს ამ მომენტიდან 48 საათის განმავლობაში არ გახსნის, ამერიკის შეერთებული შტატები დაარტყამს და გაანადგურებს მათ სხვადასხვა ელექტროსადგურს, დაწყებული ყველაზე დიდიდან!”, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა პოსტი დღეს გამთენიისას გამოაქვეყნა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო