ირანის სამხედრო წარმომადგენელი - თუ აშშ ირანის ელექტროსადგურებს თავს დაესხმება, რეგიონში აშშ-ის ინფრასტრუქტურა თეირანის სამიზნე გახდება

თეირანი რეგიონში აშშ-ის ინფრასტრუქტურას დაარტყამს, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის მუქარას შეასრულებს და ირანის ელექტროსადგურებს დაესხმება თავს, - ამის შესახებ "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბ-ბინის პრესსპიკერმა განაცხადა.

„თუ მტერი თავს დაესხმება ირანის საწვავისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას, რეგიონში არსებული აშშ-სა და რეჟიმის კუთვნილი ენერგეტიკული, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და გამტკნარების ინფრასტრუქტურა სამიზნე გახდება“, - აღნიშნა ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბ-ბინის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეს 48 საათში არ გახსნის, აშშ მის ელექტროსადგურებს დაარტყამს და გაანადგურებს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო