ირანის წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში - ჰორმუზის სრუტე ყველასთვის ღიაა, მტრების გარდა

ჰორმუზის სრუტე ღია რჩება ყველასთვის, ირანის მტრების გარდა, - ამის შესახებ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში (IMO) ირანის წარმომადგენელმა ალი მუსავიმ განაცხადა.

„ჰორმუზის სრუტე ყველასთვის ღიაა, მტრების გარდა. გემებისა და მათი ეკიპაჟების უსაფრთხოება მოითხოვს კოორდინაციას ირანის ხელისუფლებასთან“, - აღნიშნა ალი მუსავიმ.

მისი თქმით, თეირანი მზადაა კოორდინაცია გაუწიოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას და სხვა ქვეყნებს საზღვაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და მეზღვაურების დასაცავად.

მუსავის მტკიცებით, დიპლომატია ირანის პრიორიტეტად რჩება, მაგრამ „აგრესიის სრული შეწყვეტა, ურთიერთნდობა და გარანტია უფრო მნიშვნელოვანია“.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეს 48 საათში არ გახსნის, აშშ მის ელექტროსადგურებს დაარტყამს და გაანადგურებს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო