კატარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბორტზე მყოფი მეშვიდე ადამიანი ჯერ კიდევ არ უპოვიათ და ძებნა გრძელდება.
მანამდე, კატარის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვერტმფრენი რეგიონულ წყლებში გეგმური დავალების შესრულების დროს „ტექნიკური გაუმართაობის“ გამო ჩამოვარდა.