ვოლოდიმირ ზელენსკი - სანქციების შემსუბუქების გამო, რუსეთმა ომის დასაფინანსებლად ნედლი ნავთობის გაყიდვები გაზარდა

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გასული კვირის განმავლობაში 1 550-მდე დრონი, 1 260-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი და ორი რაკეტა გაუშვა. იმავე კვირაში, სანქციების შემსუბუქების გამო, რუსეთმა ომის დასაფინანსებლად ნედლი ნავთობის გაყიდვები გაზარდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, შემოსავლები რუსეთს დაუსჯელობის განცდას და ომის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს.

„სწორედ ამიტომ უნდა გაგრძელდეს ზეწოლა და სანქციებმა უნდა იმუშაოს. რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტი არ უნდა გრძნობდეს თავს უსაფრთხოდ ევროპის წყლებში ან სხვაგან. ტანკერები, რომლებიც ომის ბიუჯეტს ემსახურებიან, შეიძლება შეჩერდეს და უნდა შეჩერდნენ და დაიბლოკონ, და არა უბრალოდ გაუშვან. მადლობას ვუხდი ყველა ლიდერს, ვინც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს. სწორედ ეს აახლოებს ღირსეულ მშვიდობას“, -აღნიშნა ზელენსკიმ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო