უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი კიევში დაკრძალეს

უკრაინის დედაქალაქ კიევში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქის დაკრძალვის ცერემონია დასრულდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დილით წმინდა მიქაელის ოქროსგუმბათოვან ტაძარში კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ საღვთო ლიტურგია აღავლინა, რომელსაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსები ესწრებოდნენ.

ამის შემდეგ პატრიარქის ცხედარი წმინდა მიქაელის მონასტრიდან წმინდა სოფიას მოედნის გავლით წმინდა ვოლოდიმირის ტაძარში გადაასვენეს, სადაც ფილარეტი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა.

წმინდა ვოლოდიმირის ტაძარში პატრიარქის დაკრძალვას დაახლოებით 2 000 ადამიანი დაესწრო.

ცნობისთვის, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი 20 მარტს 97 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო