სკოტ ბესენტი - ზოგჯერ დეესკალაციისთვის ესკალაციაა საჭირო

აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში ომში „ყველა ვარიანტს მაგიდაზე ტოვებს“.

„ზოგჯერ დეესკალაციისთვის ესკალაციაა საჭირო“, - განუცხადა ბესენტმა NBC News-ს.

კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა აშშ-ის ჯარების განლაგება ირანის ხარგის კუნძულზე, ბესენტი პასუხობს, რომ აშშ-მ კუნძულზე ძალიან წარმატებული დაბომბვის კამპანია ჩაატარა და გაიმეორა, რომ „ყველა ვარიანტი მაგიდაზეა“.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ტრამპს ირანთან ომში „ძალიან მკაფიო მიზნები“ აქვს, კერძოდ, ირანის საზღვაო და საჰაერო ძალების, მისი სარაკეტო შესაძლებლობების განადგურება. ის დასძენს, რომ აშშ ასევე უზრუნველყოფს, ირანს არასდროს ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

ბესენტის თქმით, ირანის დარტყმების უმეტესობა „მარტოხელა მგლის საქმიანობაა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო