აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ტელეფონით ისაუბრეს, - ინფორმაციას BBC-ი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ლიდერებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და კერძოდ, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის აუცილებლობა გლობალური გადაზიდვების აღსადგენად. ისინი შეთანხმდნენ, რომ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა აუცილებელია გლობალური ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა დაუნინგ სთრითის პრესსპიკერმა.
დონალდ ტრამპი და კირ სტარმერი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში კვლავ ისაუბრებენ.