აბას არაღჩი - ნავიგაციის თავისუფლება ვერ იარსებებს ვაჭრობის თავისუფლების გარეშე, პატივი ეცით ორივეს - ან ნურცერთს ნუ მოელით

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მოძრაობა შეჩერებულია არა ირანის ქმედებების გამო, არამედ იმიტომ, რომ სადაზღვევო კომპანიები შეშფოთებულები არიან აშშ-ის მიერ წამოწყებული ომით.

„ჰორმუზის სრუტე არ არის დახურული. გემები ყოყმანობენ, რადგან სადაზღვევო კომპანიები შიშობენ თქვენს მიერ წამოწყებული არჩევანის ომის - და არა ირანის - შიშის გამო“, - წერს არაღჩი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ნავიგაციის თავისუფლება ვერ იარსებებს ვაჭრობის თავისუფლების გარეშე.

„ნავიგაციის თავისუფლება ვერ იარსებებს ვაჭრობის თავისუფლების გარეშე. პატივი ეცით ორივეს - ან ნურცერთს ნუ მოელით“, - წერს არაღჩი.

მისი ,ტკიცებით, მუქარა ვერც ირანელებს და ვერც სადაზღვევო კომპანიებს ვერ შეარყევს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026