აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური - ირანის სამხედრო მეთაურები ღრმა ბუნკერებში იმყოფებიან

აშშ-ის სამხედრო ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაურის, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ადმირალ ბრედ კუპერის განცხადებით, ირანი „სასოწარკვეთის ნიშნით მოქმედებს“ და სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ მიზანმიმართულად, სამოქალაქო სამიზნეებს 300-ზე მეტჯერ შეუტიეს“, - განაცხადა ბრედ კუპერმა Iran International-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ირანის მიერ სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებსა და აღმოსავლეთ რეგიონზე თავდასხმების გაგრძელება მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.

კუპერის განცხადებით, აშშ და ისრაელი რაკეტებისა და დრონების წარმოების ობიექტებს ესხმიან თავს.

„ჩვენს სამიზნეს ასევე წარმოება წარმოადგენს. ასე რომ, საქმე მხოლოდ დღევანდელ საფრთხეს არ ეხება. ვახორციელებთ მომავალი საფრთხის აღმოფხვრას, როგორც დრონების, რაკეტების, ასევე საზღვაო ძალების თვალსაზრისით“, - აღნიშნა კუპერმა.

მისი თქმით, ირანის სამხედრო ძალების უმაღლესი მეთაურები „ღრმა ბუნკერებში“ იმყოფებიან, ხოლო მათი წინა ხაზზე მყოფი ჯარისკაცები კვლავ დაუცველები არიან ამერიკისა და ისრაელის მომავალი საჰაერო დარტყმებისგან.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026