ლონდონში, სინაგოგასთან ებრაელ მოხალისეთა სასწრაფო დახმარების მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს

ლონდონში ჩრდილოეთ ნაწილში, გოლდერს გრინში სინაგოგასთან ებრაელი მოხალისეების სამაშველო ორგანიზაციის, Hatzola Northwest-ის სასწრაფო დახმარების რამდენიმე მანქანას ცეცხლი წაუკიდეს.

ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის განცხადებით, მომხდარი ანტისემიტური სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულად განიხილება.

„ცეცხლის წაკიდებით ჩადენილი თავდასხმა ანტისემიტური სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულად განიხილება“, - ნათქვამია ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის განცხადებაში.

პოლიციაში აცხადებენ, რომ ზოგიერთი მცხოვრები სიფრთხილის ზომების მიზნით ევაკუირებულია.

სათვალთვალო კამერებით გადაღებულ ვიდეო მასალაში ჩანს, რომ ორგანიზაციის სასწრაფო დახმარების მანქანებს სამი ნიღბიანი პირი უახლოვდება და ცეცხლს უკიდებს.

პოლიციამ დაადასტურა, რომ სამ ეჭვმიტანილს ეძებენ, მაგრამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

გოლდერს გრინში დიდი ებრაული თემი ცხოვრობს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026