მიხეილ სააკაშვილი - არაფერი ჩიხში არ ვართ, ჩვენ ვართ ბრძოლის მნიშვნელოვან ეტაპზე - არ შეიძლება ამ ბრძოლაში მხოლოდ უცხოელების იმედად ვიყოთ, უცხოეთს მაქსიმუმ შეუძლიათ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რაღაცების გაცვლა

ბევრს აქვს განცდა, რომ რაღაც ჩიხში ვართ. არაფერი ჩიხში არ ვართ. სინამდვილეში ჩვენ ვართ ბრძოლის მნიშვნელოვან ეტაპზე... არ შეიძლება ამ ბრძოლაში მხოლოდ უცხოელების იმედად ვიყოთ, გვჭირდება ბევრად უფრო აქტიური, გაბედული, გმირული მოქმედება, კომფორტის ზონიდან გამოსვლა და გარისკვა, - ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, უცხოეთს მაქსიმუმ რისი მიღწევაც შეუძლია, „პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რაღაცების გაცვლაა“.

„გამოდიან ტელევიზორში ვიღაც ქალები და იძახიან, „იმ მთავრობამ საუკეთესო ბიჭები დაგვიხოცა 2008 წლის ომში.“ ის ბიჭები დაიხოცნენ იმისთვის, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადარჩენილიყო. თავისუფლებას აქვს ფასი და თუ ამ ფასის გადახდისთვის მზად არ ხარ, შენ აღარ ხარ ერი და არ გეღირსება თავისუფლება.

„ჩახოცა მთავრობამ“ - ეგრე შეიძლება ვთქვათ, რომ უკრაინამ ჩახოცა თავისი შვილები, ეგრე შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანეთმა ჩახოცა თავისი შვილები მეორე მსოფლიო ომში, ამერიკამ ჩახოცა თავისი შვილები და ყველა სხვა ქვეყანამ. რას ნიშნავს ჩახოცა?! ჩვენ ვიცავდით თავისუფლებას და გადავარჩინეთ ჩვენი თავისუფლება. უფრო მეტიც, ეს იყო ჰიბრიდული ომი და ჰიბრიდული ომის ის ბრძოლა ჩვენ თავიდან ბოლომდე მოვიგეთ. საქართველო გადარჩა, საქართველო აღმოჩნდა ისტორიის სწორ მხარეს, შემდეგ უკვე წავაგეთ 2012-ში. ეს იყო, რაც მოხდა მაშინ.

ამიტომ ახლა ბევრს აქვს განცდა, რომ რაღაც ჩიხში ვართ, არაფერი ჩიხში არ ვართ. სინამდვილეში ჩვენ ვართ ბრძოლის მნიშვნელოვან ეტაპზე. მსოფლიოში ისტორიული პროცესი დაჩქარებულია. რა თქმა უნდა, შეიძლება ჩაითვალოს, რომ გარკვეული გადაჯგუფების პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ არ შეიძლება ამ ბრძოლაში მხოლოდ უცხოელების იმედად ვიყოთ. უცხოეთს მაქსიმუმ რისი მიღწევაც შეუძლიათ, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რაღაცების გაცვლაა. მეგობრებო, ნუთუ ამდენი წელი იმისთვის ვიბრძოლეთ, იმისთვის ვიჯექი მე ამდენი წელი, რომ როგორც საქონელი ისე გაგვცვალონ რაღაც ფერად დაპირებებში? მაშინ რა აზრი აქვს ამ ბრძოლას და აქ ყოფნას?! ჩვენ აქ უნდა შეცვალოთ სიტუაცია. გვჭირდება ბევრად უფრო აქტიური, გაბედული, გმირული მოქმედება, კომფორტის ზონიდან გამოსვლა და გარისკვა. რისკის გარეშე არ არსებობს საერთოდ არაფერი მთელ ქვეყანაზე,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026