კირ სტარმერი - არ არსებობს საფუძველი, რომელიც მიანიშნებს, რომ გაერთიანებული სამეფო ირანის რაკეტების სამიზნეა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, არ არსებობს საფუძველი შეფასებისა, რომ მისი ქვეყანა ირანის რაკეტების სამიზნე გახდება.

„მუდმივად ვატარებთ შეფასებებს ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და არ არსებობს შეფასება, რომ ამ გზით სამიზნეები ვიყოთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი საქმეა იმის უზრუნველყოფა, რომ ბრიტანეთის ინტერესები და ბრიტანელების სიცოცხლე ყოველთვის პირველ ადგილზე იყოს. საჭიროა დეესკალაცია და სწორედ ამიტომ, გასულ კვირას რამდენიმე ქვეყნისგან მივიღეთ განცხადება იმის შესახებ, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით, რომელსაც, ცხადია, ფრთხილი კოორდინაცია და სიცოცხლისუნარიანი გეგმა სჭირდება. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ჩვენი ინტერესები, დავიცვათ ბრიტანელების სიცოცხლე, მაგრამ ომში ჩათრევის გარეშე“, - აღნიშნა სტარმერმა.

ცნობისთვის, შაბათს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ თეირანს აქვს იარაღი, რომლის მოქმედების რადიუსი 4 000 კმ-მდეა. თავდაცვის ძალების მტკიცებით, ირანის რეჟიმი „გლობალურ საფრთხეს“ წარმოადგენს და მათ რაკეტებს „შეუძლიათ ლონდონს, პარიზს ან ბერლინს მიაღწიონ“. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც ირანმა, გასული კვირის პარასკევს დილით აშშ-ბრიტანეთის ერთობლივი სამხედრო ბაზის, დიეგო-გარსიას ბაზის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026