აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანში დაწყებული სამხედრო ოპერაციის შედეგებსა და ახლო აღმოსავლეთის პერსპექტივებზე, უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების პერსპექტივებზე, ევროპის როლზე უკრაინა-რუსეთის ომში, ასევე იმაზე, მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით სავარაუდოდ, სად შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო, „ინტერპრესნიუსი“, პოლიტიკის ანალიტიკოს, ავთანდილ წულაძეს ესაუბრა.
- ბატონო ავთანდილ, სამი კვირაა რაც აშშ-მ და ისრაელმა დაიწყეს ოპერაცია ირანში. ვითარება ირანში და ირანის ირგვლივ საკმაოდ რთულია.
ზოგის აზრით, ახლა სტრატეგიული უპირატესობა ირანის მხარესაა. მეტიც, ბევრი ტრამპის ირანში დამარცხებასაც კი პროგნოზირებს. მეორენი თვლიან რომ ტრამპი საკმაოდ თანმიმდევრულად აღწევს დასახულ მიზნებს ირანში.
ირანში აშშ-ისრაელის სამკვირიანი სამხედრო ოპერაციის შემდეგ თქვენ როგორ შეაფასებდით ვითარებას ირანში და იმას, რაც ირანის ირგვლივ ხდება?
- ირანში აშშ-სა და ისრაელის სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს და ჯერ ნაადრევია დასკვნების კეთება.
მიუხედავად ამისა, საუბარი შესაძლებელია იმ გარკვეული მიზნების შესრუსებაზე რაც ამ დროისთვის აშშ-მ და ისრაელმა ირანში გაკეთება შეძლეს. განადგურებული არიან ირანის ხელისუფლების მაღალჩინოსნები აიათოლა ხომეინის ჩათვლით. ირანის მართვის ცენტრი პრაქტიკულად განადგურებულია. ახლა ირანის მართვას დაბალი დონის ისლამური საგუშაგოს ხელმძღვანელები ცდილობენ.
ამის პარალელურად თვალს ვადევნებთ აშშ-სა და ისრაელის ირგვლივ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების კონსოლიდაციას, რაც ირანში ოპერაციის დაწყებამდე წარმოუდგენელი კი იყო. ტრამპის მიზანი თავიდანვე იყო ის რომ ისრაელი და არაბული ქვეყნები „აბრაამის შეთანხმების“ ფარგლებში ერთმანეთთან შეთანხმებულიყვნენ. ეს მანამდე იმიტომ არ გამოდიოდა, რომ ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ არაბულ ქვეყანას ისრაელთან საკმაოდ რთული და დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.
აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ირანის ტაქტიკამ ყველა არაბული ქვეყნები გააერთიანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რაც ახლა ახლო აღმოსაველთში ხდება არის „ცივი ომი“ აშშ-სა და ჩინეთს შორის. ამ დაპირისპირებაში მთავარი საკითხია თუ ვინ გააკონტროლებს ახლო აღმოსავლეთს.
აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ირანის ტაქტიკამ ყველა არაბული ქვეყნები გააერთიანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რაც ახლა ახლო აღმოსაველთში ხდება არის „ცივი ომი“ აშშ-სა და ჩინეთს შორის. ამ დაპირისპირებაში მთავარი საკითხია თუ ვინ გააკონტროლებს ახლო აღმოსავლეთს
ირანი ჩინეთის პროქსი ძალადაა ჩამოყალიბებული, მაგრამ ირანს აქვს ამბიცია აკონტროლოს ეს რეგიონი. ორმუზის სრუტეს ურტყამენ დრონებით და ამის ფონზე ირანმა დააყენა პირობა რომ გემებმა რომლებსაც უნდა ირანიდან გაიტანონ ნავთობი, 2 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაიხადონ. აშშ-ს მიზანია რომ ორმუზის სრუტე ამერიკამ აკონტროლოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეხვდება ტრამპი ჩინეთის ლიდერს.
- ახლა ბევრი იმასაც ამბობს რომ ირანში არსებული ვითარებით ყველაზე მოგებული რუსეთი დარჩა, რადგან ნავთობის კრიზისის პირობებში რუსეთის ნავთობზე მოთხოვნა გაიზარდა, რითაც რუსეთის ბიუჯეთს ამოსუნთქვის საშუალება მიეცა...
- ვიდრე ირანში ომის ფაზა გრძელდება, ეს არის ტაქტიკური შედეგი. ტრამპმა ნავთობის გაყიდვის უფლება რუსეთის გარდა ირანსაც მისცა. ტრამპის მიზანია ნავთობის ფასი არ გაიზარდოს. ამიტომაცაა რომ ვამბობ, ეს ტრაპის მხრიდან ტაქტიკური სვლა იყო.
ტრამპისთვის მთავარია ირანში ომის შედეგი. ანუ, რა შედეგით დასრულდება ომი ირანში და გრძელვადიან პერსპექტივაში რა ვითარება იქნება ახლო აღმოსავლეთში.
- იმის ფონზე, როცა ირანის რეგიონების ხელმძღვანლებს აქვთ ცენტრისგან დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობა, ვხედავთ რომ ირანი მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებს წინააღმეგობის გაწევას.
რა პერსპექტივა აქვს ომის დასრულებას? სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს ომის დასრულების შედეგი?
- ირანს ახლა, ისლამური რევოლუციის გუშაგები მართავენ. ამერიკის მიზანია გაანადგუროს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და ამის შემდეგ დაამყარონ კავშირი სამოქალაქო ბიუროკრატიასთან. ანუ, ირანის სახელმწიფოს მმართველობისგან ჩამოაშორონ ისლამურ გუშაგთა კორპუსი. ანუ, ფანატიკოსი რევოლუციონერები.
გათვლა ამაზეა გაკეთებული. იგი ითვალისწინებს მათ განადგურებას და იმ რესურსების შემცირებას, რომლის საშუალებითაც ისინი თეირანში და რეგიონებში ვითარებას მართავენ. ირანი 90 მილიონიანი ქვეყანაა. სხვადასხვა მონაცემებით, ისლამურ გუშაგთა კორპუსში 400-500 ათასი ადამიანია გაერთიანებული. მათ ამხელა ქვეყნის მართვისთვის რესურსები სჭირდებათ. აშშ-ს მიზანია სწორედ ამ ხალხის რეგიონულ დონეზე მმართველობის სისტემიდან გაყვანა მათ შორის მათი ხელმძღვანელების განადგურების გზით. ფაქტია, რომ ეს გეგმა თანდათან სრულდება კიდეც.
როგორც ჩანს, ამავე გეგმის ნაწილია ისლალური გუშაგებისგან რამდენიმე ტერორისტული ჯგუფად ტრანსფორმირება, რომლის მეთაურები ახლაც ახორციელებენ ტერორისტულ ქმედებებს ერთი მხრივ ებრძვიან ამერიკელებსა და ებრაელებს, მეორე მხრივ კი ებრძვიან ირანის მოქალაქეებს.
ირანს ახლა, ისლამური რევოლუციის გუშაგები მართავენ. ამერიკის მიზანია გაანადგუროს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და ამის შემდეგ დაამყარონ კავშირი სამოქალაქო ბიუროკრატიასთან. ანუ, ირანის სახელმწიფოს მმართველობისგან ჩამოაშორონ ისლამურ გუშაგთა კორპუსი. ანუ, ფანატიკოსი რევოლუციონერები
მოვლენათა ასეთი სცენარით გავითარება დამახასიათებელია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის. იგულისხმება ადგილობრივი მეთაურების აქტიურობა სხვადასხვა მიმართულებით. ასეთ ვითარებაში აშშ-სა და ისრაელის მოქმედებები გააგრძლებენ ბრძოლას ტერორისტებთან. ამით იქნებიან დაკავებული ანტიტერორისტული ცენტრები.
- გასაგებია, რომ ტრამპს უნდა გრძლვადიანად დაასუსტოს ახლო აღმოსავლეთში ისლამისტური ჯგუფები, მაგრამ, გამოდის რომ ტრამპის გეგმები თვეებზე კი არა წლებზეა გათვლილი?
- აშშ-ს სამხედრო ოპერაციას რამდენიმე თვე დასჭირდება რომ თეირანში ჩაანაცვლონ რეჟიმი.
სწორედ ამას უკავშირდება ის რომ ტრამპმა მაისამდე გადადო ჩინეთის ლიდერ სის-თან შეხვედრა. ანუ, მისი გათვლებით თეირანში მაისამდე უნდა მოხდეს რეჟიმის ჩანაცვლება და დაასრულოს ირანში მასშტაბული სამხედრო ოპერაცია.
- ანუ, შეიძლება ასე ითქვას - ჩინეთთან რესურსებისათვის გლობალურ ბრძოლაში ტრამპი თანმიმდევრულია და მისი ეს სტრატეგია ჯერჯერობით მუშაობს?
- დიახ. ტრამპი ამბობს - მე ვაკონტროლებ ნავთობის ბაზარს, ჩინეთი აკონტროლებს ლითონებს. ამიტომ ჩვენ დავჯდებით და მოვილაპარაკებთ.
- ვხედავთ რომ უკრაინელებს დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში გარკვეული წარმატება, ანუ წინსვლა აქვთ. სავარაუდოდ, რას შეიძლება ეს უკავშირდებოდეს?
- ეს ხდება მას შემდეგ, რაც მასკმა რუსეთს ინტერნეტკავშირის სისტემა Starlink-ი გაუთიშა. ახლა რუსეთმა დაბლოკა ტელეგრამი, რომელსაც რუსული ჯარი იყენებდა, ამან რუსულ ძალებზე სერიოზულად იმოქმედა.
როგორც ჩანს, ამ დროისთვის უკრაინამ შეძლო გარკვეული ძალების შეგროვება რომ იმ მონაკვეთებზე შეტევაზე გადასვლა, სადაც ეს შესაძლებელი იყო. უკრაიისთვის ეს კონტრშეტევები უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. მათი მიზანია ტრამპს დაანახონ, რომ შეუძლიათ რუსეთან წარმატების მიღწევა.
- ახლა რასაც ვადევნებთ თვალს, ასეთი რამ იკვეთება - უკრაინა ძლიერდება სამხედრო შეიარაღების თვალსაზრისით. მსგავსი რამ რუსულ მხარეს არ ხდება. ბრიტანეთი, ბერლინი, ვარშავა და პარიზი საუბრობენ უკრაინისთვის დახმარების გაძლიერებაზე.
მოვლენათა ასეთი განვითარება უკრაინას რუსეთთან მიმართებაში უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს. ასეა? თუ ვითარების ამგვარი აღქმა, მცდარი იქნებოდა?
- რუსეთმა და უკრაინამ საკმაოდ ბევრს მიაღწიეს დრონების შექმნაში. ფაქტია, რომ ამ საქმეში უკრაინა რუსეთს უსწრებს ტექნოლოგიურად. მაგრამ, კარგა ხანია ამ ომში ვითარება არ იცვლება არც ერთის სასარგებლოდ. ასეთ ვითარებაში უკრაინა-რუსეთის ომი შესაძლოა, კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდეს. ასევე კარგა ხანია საკითხი ასე დგას - რამდენად გაუძლებს ორივე ქვეყანის ეკონომიკა.
ჩემი აზრით, ორივე ქვეყანა დაღლილია. რუსეთშიც ბევრი პრობლემაა ეკონომიკური, ელიტაც დაღლილია. ასევე უკრაინაშიც ძალიან რთული სიტუაციაა. უკრაინა-რუსეთის ომის საკითხი შემდეგ გადაწყდება, როცა დასრულდება ომი ირანში.
თუ აშშ უკრაინას დიდი რაოდენობით მიაწვდიდა იარაღას, არ იყო გამორიცხული რუსეთში გართულებულიყო ვითარება, პროცესები კონტროლს არ დაქვემდებარებოდა და რუსეთის ხელმძღვანელოაბში იმაზე აგრესიული ხალხი გამოჩენილიყო, ვიდრე პუტინია
- როცა ამ თემებზე მსჯელობენ, აქტუალობას არ კარგავს კითხვა, რომელიც პირადად ტრამპს ეხება.
აშშ-ს ტრამპის მმართველობის პერიოდში უკრაინის დასახმარებლად ძალისხმევის 1% მაინც გაეწია, რაც აშშ-მ ენერგია და ძალისხმევა დახარჯა ირანში, უკრაინელები შეძლებდნენ რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილის რუსებისაგან გათავისუფლებას.
ვხედავთ, რომ მან ტრამპს უკრაინასთან მიმართებაში ცეცხსლის შეწყევტის შესახებ გადაწყვეტილებაც კი ვერ მიაღებინა.
თქვენი დაკვირვებით, რატომ არ აკეთებს ამას აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი?
- იმიტომ რომ ტრაპისთვის მთავარი იყო ირანი და ახლო აღმოსავლეთი. ამ ომით ტრამპს რუსეთი ხაფანგში ჰყავს გამოჭერილი. რუსეთს არა აქვს საშუალება დახმარება გაუწიოს ირანს. თუ აშშ უკრაინას დიდი რაოდენობით მიაწვდიდა იარაღას, არ იყო გამორიცხული რუსეთში გართულებულიყო ვითარება, პროცესები კონტროლს არ დაქვემდებარებოდა და რუსეთის ხელმძღვანელოაბში იმაზე აგრესიული ხალხი გამოჩენილიყო, ვიდრე პუტინია.
ორივე ქვეყანა დაღლილია. რუსეთშიც ბევრი პრობლემაა ეკონომიკური, ელიტაც დაღლილია. ასევე უკრაინაშიც ძალიან რთული სიტუაციაა. უკრაინა-რუსეთის ომის საკითხი შემდეგ გადაწყდება, როცა დასრულდება ომი ირანში
როგორც ჩანს, ტრამპის გათვლა ასეთია, როცა აშშ ირანში მიაღწევს მიზანს, ამის შემდეგ დაიწყებს მოლაპარალებას რუსეთთან და არ აშშ-ს არ ექნება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების აუცილებლობა.
- ბოლო რამდენიმე დღეა რუსეთში სულ მძიმდება ვითარება. ეკონომიკური პრობლემების გამო გაზრდილია პროდუქტებზე ფასები, გაზრდილია კომუნალურების საფასური. ინტერნეტის შეზღუდვების გამო უკვე საკმაოდ ბევრი წუწუნებს.
ამის ფონზე რუსეთის უშიშროების მდივანმა შოუგუმ თქვა რომ ახლა უკვე დაუცველი ურალის მხარეა. გასულ კვირას რამდენიმე თანამებობის პირი და მოქმედი გენერალი გაუგებარ ვიარებაში დაიღუპა. ერთი ფანჯრიდან გადმოხტა, მეორის მანქანა ააფეთქეს.
საინტერესო გახლად ის, რომ თუ 2014 წელს პოპულარული იყო ლოზუნგი - „კრიმ ნაშ“, წელს ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნება არც აღინიშნავთ. თქვენ როგორ დაახასიათებდით იმას, რაც ახლა რუსეთში ხდება და ეს ყველაფერი რას შეიძლება ნიშნავდეს?
- რუსეთის ელიტები ძალიან ნერვიულობენ იმას, თუ რა ვითარებაცაა მათ ქვეყანაში. მათ კარგად ესმით თუ რა ტიპის პრობლემები აქვს რუსეთის ეკონომიკას. როგორც ამბობენ, ელიტის ნაწილი ცდილობს დაარწმუნოს პუტინი რომ რაც შეიძლება მალე დაასრულოს ომი უკრაინაში.
პუტინს ახლა იმის იმედი აქვს რომ აშშ ირანში ომს წააგებს და რუსეთი მალე უკეთეს ვითარებაში იქნება, პუტნი დაახლოებით ისე აზროვნებს როგორც ირანში ისლამური საგუშაგოს ლიდერები. იგულისხმება ის რომ მალე ნავთობის ფასი იქნება 200 აშშ დოლარი და ასე შემდეგ. არადა, ვხედავთ, რომ ტპრამპი ახერხებს ნავთობის ფასის შენარჩუნებას.
პუტინს ახლა იმის იმედი აქვს რომ აშშ ირანში ომს წააგებს და რუსეთი მალე უკეთეს ვითარებაში იქნება, პუტინი დაახლოებით ისე აზროვნებს როგორც ირანში ისლამური საგუშაგოს ლიდერები
თუ ტრამპმა ირანში აშშ-ს პოზიციების გაძლიერება შეძლო, მოსკოვის ელიტაში ქორები დაკარგავენ პოზიციებს. რუსეთის ელიტაში „ქორებს“ ფსონი ირანის ისლამურ საგუშაგოზე აქვს დადებული.
- ვხედავთ, რომ ლონდონი, ბერლინი, ვარშავა და პარიზი აქტიურად განიხილავენ უკრაინისთვის დახმარებას და ამ მიმართულებით ნატოს გარეშე მოქმედებას.
ეს ხაზი რამდენად შეიძლება გაძლიერდეს?
- ევროპა იძულებულია გააძლიეროს საკუთარი სამხედრო ძალები და ბევრად დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოოს და სრულად არ დაეყრდნოს აშშ-ს. ეს გრძელვადიანი პროცესია. ევროპის პრობლემაა ევროპული ბიუროკრატია და ის რომ ევროკავშირი ერთი ქვეყანა არაა.
მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ ევროპა ცდილობს საერთაშორისო პოლიტიკაში დამოუკიდებელი მოთამაშე გახდეს. ამ პროცესების ფონზე უკრაინა ხდება ევროპის სრულფასოვანი წევრი და პარტნიორი და უკრაინის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ევროპა იღებს.
- ამ მოვლეთა ფონზე აქტუალურია კითხვა - ჩვენ სად ვართ, ჩვენ?
- კარგა ხანია ვამბობ რომ საქართველო ნაცრისფერ ზონაშია, ანუ, ევროპასთან არ გვაქვს ისეთი კავშირები როგორც მანამდე გვქონდა, ვერც ტრამპთან დავამყარეთ კონტაქტები. ეს სახიფათო სიტუაციაა, თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოდ უსაფრთხოების გარანტიები.
ახლა საქართველოს არც ევროპისაგან და რაც ამერიკისაგან უსაფრთხოების არანაირი გარანტიები არ აქვს. ახლა იმდენად სწრაფად იცვლება გეოპოლიტიკური სიტუაცია რომ იძულებული ვიქნებით გადაწყვეტილება მივიღოთ.
კარგა ხანია ვამბობ რომ საქართველო ნაცრისფერ ზონაშია, ანუ, ევროპასთან არ გვაქვს ისეთი კავშირები როგორც მანამდე გვქონდა, ვერც ტრამპთან დავამყარეთ კონტაქტები. ეს სახიფათო სიტუაციაა
სამხრეთ კავკასიაში საქართველო დარჩა ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ნაცრისფერ ზონაშია. სომხეთს და აზერბაიჯანს უკვე მიღებული აქვთ გადაწყვეტილებები სად არიან და ვინაა მათი პარტნიორი. სომხეთს აშშ-ში საკმაოდ ძლიერი დიასპორა ჰყავს. აზერბაიჯანს აქვს ნავთობი და გაზი.
- ჩვენთან და არა მარტო ჩვენთან საუბრობენ იმაზე, რომ ტრამპს უნდა მსოფლიო გავლენის სფეროებად დაიყოს აშშ-ს-ჩინეთსა და რუსეთს შორის.
ამ იდეაზე საქართველოში სერიოზულად მსჯელობენ, არადა, რუსეთი ისეთ მდგომარეობაშია, ეკონომიკური მდგომარეობას ვგულისხმობ, მიზიდულობის ცენტრი კი არა, რეალურად, ან ჩინეთს, ანაც აშშ-ს უნდა გაუყოს ის რესურები რომელიც აქვს.
ასეთი პირი არ უჩანს, მაგრამ, რა შეიძლება იყოს ამგვარი მსჯელობების მიზეზი?
- ახლა ძალიან გააქტიურებულია საინფორმაციო ომები. მე ამ თემაზე მსჯელობას ყურდაღებას არ ვაქცევ.
ტრამპს აქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალოვებული გეგმა - უნდა გააკონტროლოს ახლო აღმოსავლეთი. ეს კი ასევე მოითხოვს კონტროლს სამხრეთ კავკასიაზე. ვაშინგტონს საქართველოსთანაც ექნება საკითხების დასალაგებელი ვითარება, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ირანში ომი დასრულდება. მანამდე აშშ-გან სასაქართველოს მიმართულებით მკვეთრი ნაბიჯები მოსალოდნელი არ არის, რადგან ახლა ჩვენთვის არ სცალიათ.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი