საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პროფესორ თენგიზ ჯიშკარიანის გადაცვალების გამო, ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მწუხარებას გამოთქვამს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, სერტიფიცირებულ ენერგომენეჯერის (CEM, AEE USA) და ენერგოაუდიტორის (ENSI, ნორვეგია), საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის აკადემიკოსის და ამავე აკადემიის პრემიის ლაურეატის, ამერიკის შეერთებული შტატების ინჟინერ-ენერგეტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (AEE) წევრის და ამავე ასოციაციის უმაღლესი ხარისხის წოდების „Legend in Energy” მფლობელის, საქართველოში გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია UNIDO-ის ეროვნული ექსპერტის - პროფესორ თენგიზ ჯიშკარიანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ჯიშკარიანების ოჯახსა და ენერგეტიკის ფაკულტეტს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქვრცელებს.

„ახალგაზრდა თაობების გამორჩეული მასწავლებელი და მენტორი, პროფესორი თენგიზ ჯიშკარიანი შესანიშნავი მკვლევარი და ღირსეული მოქალაქე იყო. მისი მრავალწლიანი საქმიანობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ჩვენს ქვეყნაში ენერგეტიკის დარგის განვითარებასთან. განსაკუთრებულად აღსანიშნავია თენგიზ ჯიშკარიანის წვლილი ენერგოეფექტურობის, ენერგომენეჯმენტისა და თანამედროვე ენერგეტიკული მიდგომების დანერგვაში. როგორც საერთაშორისო დონის ექსპერტი და მრავალი პრესტიჟული ორგანიზაციის წევრი, ის ღირსეულად წარმოადგენდა საქართველოს გლობალურ პროფესიულ სივრცეში, რაც მისი საქმიანობის მნიშვნელობასა და მასშტაბს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

შეუძლებელია არ აღინიშნოს პროფესორ თენგიზ ჯიშკარიანის გამორჩეული შემოქმედებითი ნიჭი და ჯაზური მუსიკისადმი მისი დიდი სიყვარული - მრავალი წლის განმავლობაში ის ლეგენდარული საუნივერსიტეტო ორკესტრისა და „გეპეის ჯაზის“ წევრი იყო და შეუდარებელი ოსტატობით ასრულებდა საქსოფონის პარტიებს.

ვუსამძიმრებ ბატონი თენგიზ ჯიშკარიანის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიას და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს“, - აღნიშნულია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმარში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026