დონალდ ტრამპი - ირანთან შეთანხმების დადება მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი

ირანთან შეთანხმების დადება მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან „ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები“ მიმდინარეობს.

კითხვაზე, თუ ვის ესაუბრა ამერიკული მხარე ტრამპმა უპასუხა, რომ „მათ წარმომადგენლები ჰყავთ. მე ამას რეჟიმის ცვლილებად მივიჩნევ, რადგან ისინი ახალი ადამიანები არიან, რომლებსაც მე ვესაუბრები“.

ასევე, დონალდ ტრამპმა Fox Business-ს განუცხადა, რომ ირანს შეთანხმების დადება „ძალიან“ სურს და ეს შეიძლება მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში მოხდეს.

ტრამპის ცნობით, ირანთან მოლაპარაკებები გასულ ღამეს გაიმართა და მასში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი მონაწილეობდნენ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026