აშშ მოლაპარაკებებს ირანის პარლამენტის თავმჯდომარესთან აწარმოებს, - ინფორმაციას The Jerusalem Post-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოლაპარაკებებს ირანის პარლამენტის თავმჯდომარესთან, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფთან აწარმოებენ.
ცნობისთვის, დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისი თქმით, მხარეები მოლაპარაკებების ფარგლებში „შეთანხმების მნიშვნელოვან პუნქტებზე“ შეჯერდნენ.
ასევე, ტრამპის ცნობით, აშშ მოლაპარაკებებს „პატივსაცემ ადამიანთან“ აწარმოებს.
„ეს უზენაესი ლიდერი არ არის. მისგან არავის არაფერი გაუგია. არც კი ვიცით, ცოცხალია თუ არა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.