საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ალან პარსელთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების თანახმად, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი. საუბარი შეეხო ორმხრივი ეკონომიკური კავშირების სამომავლო პერსპექტივებსაც.
„ასევე განხილულ იქნა ახლო აღმოსავლეთში და მთლიანად რეგიონში არსებული ვითარება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.