„გახარია საქართველოსთვის" – აშშ-სგან ვიზების მიღების პროცესის გართულება "ოცნების" არაკომპეტენტური, არათანმიმდევრული და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკის შედეგია

აშშ-სგან ვიზების მიღების პროცესის გართულება "ოცნების" არაკომპეტენტური, არათანმიმდევრული და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკის შედეგია, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის" განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "ოცნება" მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზეა კონცენტრირებული და აზიანებს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს.

„"ოცნების" ხელისუფლებამ მიაღწია, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მიღება კიდევ უფრო გართულდა. მოქალაქეებს ვიზის მიღების სურვილის შემთხვევაში, ყველაფერთან ერთად 15 ათას დოლარამდე დანაზოგი უნდა ჰქონდეს დეპოზიტზე.

აშშ-სგან ვიზების მიღების პროცესის გართულება "ოცნების" არაკომპეტენტური, არათანმიმდევრული და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკის შედეგია. მაშინ, როცა სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაძლიერება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, "ოცნება" მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზეა კონცენტრირებული და აზიანებს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს.

ეს არის „ოცნების" "დალაგებული" ურთიერთობები ჩვენი ქვეყნის პარტნიორებთან”, - ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026