კოლუმბიაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 110 ჯარისკაცი იმყოფებოდა

კოლუმბიაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 110 ჯარისკაცი იმყოფებოდა , - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კოლუმბიის თავდაცვის მინისტრის, პედრო სანჩესის ცნობით, Hercules C-130-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა ქვეყნის სამხრეთში, პერუს საზღვართან ახლოს განიცადა.

სანჩესის განცხადებით, თვითმფრინავი, რომელსაც კოლუმბიის შეიარაღებული ძალების სამხედროები გადაჰყავდა, ქალაქ პუერტო-ლეგისამოდან აფრენის შემდეგ ჩამოვარდა.

„დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა და ავარიის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია“, - განაცხადა კოლუმბიის თავდაცვის მინისტრმა.

ადგილობრივი გამოცემა BluRadio ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავს 110 სამხედრო მოსამსახურე გადაჰყავდა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026