24 მარტს, 09:00 საათიდან, „თავისუფლების მოედნის“ გუნდი ეროვნული კამპანიის
ფარგლებში სამტრედიას, ხონსა და წყალტუბოს ეწვევა, ხოლო 20:00 საათზე,
ქუთაისის საპროტესტო აქციაზე, პარტიის თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძე მოქალაქეებს „ანგარიში ხალხს“ წარუდგენს.
24 მარტს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების - ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
24 მარტს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.
24 მარტს, 11:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
24 მარტს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობი დარბაზი