Reuters - კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფას სულ მცირე 57 სამხედრო მოსამსახურე გადაურჩა

კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფას სულ მცირე 57 სამხედრო მოსამსახურე გადაურჩა, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კოლუმბიის სამხრეთში ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის ნამსხვრევებიდან 57 ადამიანი ცოცხლად გამოიყვანეს.

ცნობისთვის, კოლუმბიაში Hercules C-130-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 110 ჯარისკაცი იმყოფებოდა.

დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა და ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026