მედია - ჯეი დი ვენსი ბენიამინ ნეთანიაჰუს ირანთან მოლაპარაკებების შესახებ ესაუბრა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ბენიამინ ნეთანიაჰუს ირანთან მოლაპარაკებების შესახებ ესაუბრა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ისრაელის მე-12 არხზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის მე-12 არხის წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრისას აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების განახლების საკითხი განიხილეს.

წყაროს ცნობით, მხარეებმა აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო შეთანხმების კომპონენტები განიხილეს.

შეგახსენებთ, დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ მოლაპარაკებებს ირანის პარლამენტის თავმჯდომარესთან, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფთან აწარმოებდა. მოგვიანებით, ღალიბაფმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

„აშშ-სთან არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა და ყალბ ამბებს ფინანსური და ნავთობის ბაზრების მანიპულირებისთვის იყენებენ და ასევე იმისთვის, რომ თავი დააღწიონ იმ გამოუვალ მდგომარეობას, რომელშიც აშშ და ისრაელია გაჭედილი“, - დაწერა ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026