ნებისმიერ ვითარებაში ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს დავიცავთ, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირველი განცხადება გაავრცელა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების განახლების შესახებ გამოაცხადა.
„დღეს, ჩვენს მეგობარს, პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრე. პრეზიდენტ ტრამპს მიაჩნია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებისა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების უზარმაზარი მიღწევების გამოყენების შესაძლებლობა არსებობს, რათა ომის მიზნების მიღწევა შეთანხმების გზით მოხდეს - შეთანხმების, რომელიც ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს დაიცავს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ისრაელი „ირანსა და ლიბანში დარტყმებს აგრძელებს“.
„ჩვენ რაკეტებისა და ბირთვულ პროგრამებს ვანადგურებთ. ასევე, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმებს ვაგრძელებთ“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.