კოლუმბიაში ავიაკატასტროფის შედეგად, სულ მცირე ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 77 დაშავდა, - ინფორმაციას CNN-ი კოლუმბიის პრეზიდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
კოლუმბიის პრეზიდენტის, გუსტავო პეტროს ცნობით, კოლუმბიის სამხრეთში ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი კიდევ 43 პირის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
ამასთან, კოლუმბიის საჰაერო ძალების მეთაურის, გენერალ კარლოს სილვას ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 114 მგზავრი და ეკიპაჟის 11 წევრი იმყოფებოდა.
კოლუმბიის ვიცე-პრეზიდენტის, ფრანსია მარკესის განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე მყოფთაგან 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იყო.
ცნობისთვის, Hercules C-130-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა კოლუმბიის სამხრეთში, პერუს საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ პუერტო-ლეგისამოში აფრენისას განიცადა. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.