თეთრი სახლი - სიტუაცია ცვალებადია და აშშ-სა და ირანს შორის შეხვედრებთან დაკავშირებული სპეკულაციები საბოლოოდ არ უნდა ჩაითვალოს

თეთრი სახლი აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებით სიტუაცია ცვალებადია და რომ აშშ-სა და ირანის არცერთ უმაღლეს ლიდერს შორის ოფიციალური შეხვედრები არ გამოცხადებულა.

„ეს არის მგრძნობიარე დიპლომატიური დისკუსიები და აშშ პრესის მეშვეობით მოლაპარაკებებს არ აწარმოებს“, - განუცხადა BBC-ს თეთრი სახლის პრესსპიკერმა კაროლინ ლევიტმა.

მისი თქმით, შეხვედრებთან დაკავშირებული სპეკულაციები საბოლოოდ არ უნდა ჩაითვალოს.

„სიტუაცია ცვალებადია და შეხვედრების შესახებ სპეკულაციები არ უნდა ჩაითვალოს საბოლოოდ მანამ, სანამ მათ ოფიციალურად არ გამოაცხადებს თეთრი სახლი“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისი თქმით, მხარეები მოლაპარაკებების ფარგლებში „შეთანხმების მნიშვნელოვან პუნქტებზე“ შეჯერდნენ. ტრამპის ცნობით, აშშ მოლაპარაკებებს „პატივსაცემ ადამიანთან“ აწარმოებს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს