ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველი - ომი გაგრძელდება მანამ, სანამ ირანს მიყენებულ ზიანს არ აუნაზღაურებენ და მის წინააღმდეგ სანქციები არ მოიხსნება

ირანის უზენაესი ლიდერის მოჯტაბა ხამენეის უფროსი მრჩეველი სამხედრო საკითხებში, მოჰსენ რეზაი აცხადებს, რომ ომი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ირანს მიყენებული ზიანი სრულად არ აუნაზღაურდება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამასთან, მისი თქმით, ირანი გააგრძელებს ბრძოლას, ვიდრე მის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა ეკონომიკურ სანქციას არ მოხსნიან და სანამ ქვეყანა არ მიიღებს იურიდიულად სავალდებულო საერთაშორისო გარანტიებს, რომელიც ირანის საქმეებში აშშ-ის ჩარევის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.

„ვხედავთ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები ძლიერად ახორციელებენ ოპერაციებსა და აქტივობებს. ჩვენი ლიდერობის პროექტი, ახალი ლიდერის შერჩევით, მტკიცედ გადავიდა მის მმართველობაში“, - განაცხადა რეზაიმ.

მისი თქმით, ომი, ფაქტობრივად, ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ დასრულდა და შეერთებული შტატები მზად იყო ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუმცა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაგრძელება მოითხოვა.

მოჰსენ რეზაის თქმით, ომის დაწყებიდან 15 დღის შემდეგ აშშ-მა ნათლად გააცნობიერა, რომ „ამ ომში გამარჯვების გზა არ არსებობდა“.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს