The Times of Israel - თელ-ავივში ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად 6 ადამიანი მსუბუქად დაშავდა

თელ-ავივში ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად 6 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

„მაგენ დევიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად თელ-ავივში საცხოვრებელი შენობები და ავტომობილები დაზიანდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტების რამდენიმე ტალღა გაუშვა.

ჩრდილოეთ და ცენტრალურ ისრაელში ირანული რაკეტების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს