პროკრედიტ ბანკმა 2025 წლიდან მიკრო ბიზნესის მიმართულება განავითარა და ბიზნეს აუდიტორია გააფართოვა. ახალ სეგმენტში შესვლით, საბანკო მომსახურება იმ მეწარმეებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, რომლებსაც ბიზნესის განვითარებისთვის სანდო ფინანსური პარტნიორი სჭირდებათ.
მიკრო ბიზნესის მიმართულების გასაძლიერებლად, ბანკმა განაახლა შიდა პროცესები და გააძლიერა გუნდი, რათა მომსახურება მეწარმეთა რეალურ საჭიროებებზე ყოფილიყო მორგებული.
სერვისის ხელმისაწვდომობის მიზნით, პროკრედიტმა მიკრო სეგმენტის მომსახურე ფილიალები გახსნა თბილისში და რეგიონებში, მათ შორის თელავში, რითაც კახეთის რეგიონი სრულად მოიცვა. შედეგად, დღეს, მიკრო მეწარმეს მომსახურების მიღება პროკრედიტ ბანკის ყველა ლოკაციაზე შეუძლია.
გამოცდილი მიკრო ბიზნეს მრჩევლების გუნდით და სეგმენტზე მორგებული დაფინანსების პირობებით, პროკრედიტი მუდამ სთავაზობს ბიზნესებს ახალ შესაძლებლობებს. განახლებული სტრატეგიის შედეგად, მიკრო ბიზნეს სესხებმა, მთლიანი საკრედიტო პორტფელის 5% პირველივე წელს შეადგინა, რამაც 2026 წელს მიკრო ბიზნესის მხარდაჭერა პროკრედიტისთვის კიდევ უფრო სტრატეგიულ მიმართულებად აქცია. “1999 წლიდან პროკრედიტ ბანკი საქართველოში ბიზნესის განვითარების მხარდამჭერია. საბანკო საქმიანობა, სწორედ მიკრო ბიზნესების მხარდაჭერით დავიწყეთ, იმ კომპანიებთან თანამშრომლობით, რომლებიც დღეს უკვე წარმატებულ ბიზნესებად ჩამოყალიბდნენ და ზრდას კვლავ აგრძელებენ. ამ მიმართულებით დაგროვებული მრავალწლიანი ცოდნა და გამოცდილება, გვიქმნის საფუძველს, რომ ბიზნესის მხარდაჭერა კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ჩვენი მიზანია, მიკრო მეწარმეებისთვის, რომლებიც ამ სეგმენტში ოპერირებენ ან ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს, ვიყოთ სანდო და სტაბილური პარტნიორი ბიზნესის ზრდის ყველა ეტაპზე.” - გელა ბაქრაძე, პროკრედიტ ბანკის მცირე ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი.
პროკრედიტ ბანკში მიკრო დაფინანსების ლიმიტი 300 000 ლარს შეადგენს, ხოლო 150 000 ლარამდე დაფინანსება შესაძლებელია უზრუნველყოფის გარეშე, რაც მეწარმეებს უფრო სწრაფ და მოქნილ დაკრედიტების შესაძლებლობებს უქმნის.
ფინანსურ სერვისებთან ერთად, მცირე ბიზნესებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ბანკის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო სესიებსა და პრაქტიკულ შეხვედრებში, რომლებიც კომპანიების მართვისა და განვითარების რეალურ საჭიროებებზეა მორგებული. ბიზნესის საჭიროებაზე მორგებული საბანკო სერვისების მისაღებად, მიკრო მეწარმეებს შეუძლიათ ეწვიონ ბანკის ფილიალების ქსელს ან გაიარონ ონლაინ კონსულტაცია გამოცდილ მიკრო ბიზნეს მრჩევლებთან.
(R)