BBC - ნავთობის ფასმა კვლავ 100 დოლარს გადააჭარბა

Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ერთი ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი დღეს დილით აზიის ბაზარზე 3.75%-ით გაიზარდა და 103.69 დოლარი შეადგინა, Nymex Light Sweet-ის ფასი კი 3.42%-ით გაიზარდა და ბარელის ფასმა 91.55 დოლარი შეადგინა.

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ორშაბათს 10%-ზე მეტით დაეცა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გადადების გადაწყვეტილება მიიღო და რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების სრული გადაწყვეტის შესახებ ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბრები გაიმართა. ირანულმა მხარემ მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს