ჩვენო მუსლიმო მეგობრებო, მინდა, მოგვიანებით მოგილოცოთ რამადან ბაირამისა და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულები - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებისა და დაკრძალვის დღეებში, თქვენ კიდევ ერთხელ აჩვენეთ უდიდესი თანადგომა, სიმტკიცე და ურთიერთპატივისცემის საუკეთესო მაგალითი,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძემ მუსლიმ თემს თანადგომისთვის, პატივისცემისთვის, ჩვენი ტკივილის გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენო მუსლიმო მეგობრებო, მინდა, მოგვიანებით მოგილოცოთ რამადან ბაირამისა და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულები.
განახლების, იმედებისა და სულიერი სიმტკიცის სიმბოლოდ ქცეული დღესასწაულები საქართველოში მრავალი წელია აღინიშნება და თქვენთან ერთად, მთელი გულით ვიზიარებთ ამ სიხარულს.
საქართველოს ყოველდღიურობა და მისი კულტურა წარმოუდგენელია სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლების გარეშე, რაც გასულ დღეებში კიდევ ერთხელ ნათლად წარმოჩინდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებისა და დაკრძალვის დღეებში, თქვენ კიდევ ერთხელ აჩვენეთ უდიდესი თანადგომა, სიმტკიცე და ურთიერთპატივისცემის საუკეთესო მაგალითი.
დიდი მადლობა თანადგომისთვის, პატივისცემისთვის, ჩვენი ტკივილის გაზიარებისთვის!
გილოცავთ, სიკეთე, სიხარული და ბედნიერება იყოს თქვენს ოჯახებში!“ - აცხადებს კალაძე.