სტუდენტური პროგრამა „სოკარში“ - დასაქმდი და მიიღე სწავლის დაფინანსება

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ აგრძელებს ინიციატივას, რომლის მიზანია ახალგაზრდების დასაქმებისა და განათლების ხელშეწყობა. პროგრამა სტუდენტებს გაძლევთ შესაძლებლობას, ერთდროულად მიიღოთ სამუშაო გამოცდილება და მოიპოვოთ სწავლისთვის საჭირო ფინანსური მხარდაჭერა.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღება შეგიძლია, თუ ხარ კერძო ან სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, მუშაობ შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ავტოგასამართ სადგურზე ჩამსხმელი-ოპერატორის ან უფროსი ჩამსხმელი-ოპერატორის პოზიციაზე და აკმაყოფილებ დაფინანსების კრიტერიუმებს.

ინიციატივა მიზნად ისახავს სტუდენტთა პროფესიული და პირადი განვითარების ხელშეწყობას, მოტივაციის გაზრდას და სამუშაო კულტურის გაძლიერებას, რაც კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი აგრძელებს ახალგაზრდების მხარდაჭერას და განათლებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას საქართველოს მასშტაბით.

გახდი სოკარის გუნდის წევრი

სოკარი - შენი მეგობარი განათლების გზაზე!

(R)

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს