ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანში რაკეტების საწყობები და შტაბბინები დაბომბეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანში განხორციელებული საჰაერო დარტყმების ტალღის დროს, ისრაელის საჰაერო ძალებმა ბალისტიკური რაკეტების საწყობები და ირანის რეჟიმის სხვადასხვა შტაბბინა დაბომბეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ თეირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ორი სადაზვერვო შტაბბინა და ირანის დაზვერვის სამინისტროს შტაბბინა დაბომბეს.

ამასთან, ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა თეირანში იარაღის საწყობებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაარტყეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღამით ირანის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში 50-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის ობიექტებს, რომლებსაც ირანი ბალისტიკური რაკეტების შესანახად და გასაშვებად იყენებდა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს