რუსებმა თერთმეტ ოლქს დაარტყეს, რის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა

რუსებმა თერთმეტ ოლქს დაარტყეს, რის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„რუსეთის თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიესა და პოლტავაში საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა. სულ, 390-ზე მეტი დრონი და სხვადასხვა ტიპის 34 რაკეტა გამოიყენეს“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, რუსეთის იერიშებისგან დასაცავად მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება.

„მნიშვნელოვანია, რომ საჰაერო თავდაცვის შესახებ ყველა შეთანხმება განხორციელდეს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ ნებისმიერი საფრთხისგან თავის დასაცავად საჭირო რაოდენობის საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოება შეძლოს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს