მაშინ, როცა პოლიტიკურ ბანერზე ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო, ქალ პოლიტიკოსს, ოთხი შვილის დედას, ე.წ. სასამართლო 1 წლითა და 6 თვით ციხეში, საპატიმროში უშვებს, ეს არ არის სამართალი, - ასე შეაფასა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
როგორც კუპრაძემ აღნიშნა, ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პოლიტიკური დევნისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ.
„მაშინ, როცა პოლიტიკურ ბანერზე ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო, ქალ პოლიტიკოსს, ოთხი შვილის დედას, ელენე ხოშტარიას, ე.წ. სასამართლო 1 წლითა და 6 თვით ციხეში, საპატიმროში უშვებს, ეს არ არის სამართალი, ეს არ არის სასამართლო სისტემა, ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პოლიტიკური დევნისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ, რასაც სხვა ვერანაირი შეფასება ვერ ექნება“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო. არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.