ALDE - ელენე ხოშტარიას მიმართ განაჩენი სრულიად არაპროპორციულია დანაშაულთან - მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ

ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, - ასე ეხმაურება „ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“, ALDE Party-ი სასამართლოს მიერ საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომელიც 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პარტია ALDE აღნიშნულ განაჩენს გმობს.

„ვგმობთ „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოტანილ 1.5-წლიან განაჩენს, რაც სრულიად არაპროპორციულია მის დანაშაულთან, რომელიც გამოხატვის თავისუფლების გამოყენებასა და საქართველოსთვის პროევროპული მომავლისკენ სწრაფვას წარმოადგენს. ჩვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ და მისი და სხვა დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებისა და აქტივისტების წინააღმდეგ წაყენებული პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნას მოვითხოვთ. ასევე, მოვითხოვთ დამატებითი მიზნობრივი სანქციების დაწესებას. ქართველებო, თქვენ მარტო არ ხართ!“, - წერს ALDE სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს