პროკურატურამ დედის და ძმის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში დედისა და ძმის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს პატიმრობა უკვე შეუფარდა.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ბრალდებულმა დედას და ძმას სხეულის სხვადასხვა არეში დანით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 20 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს