ოკლაჰომას წმინდა იაკობის სახელობის მონასტრის წინამძღვარი - ვიცი, რას ნიშნავდა ილია II თქვენთვის საქართველოში, მაგრამ მისი სიყვარული აშშ-სა და მსოფლიოს მრავალ, მრავალ ადგილას იყო გავრცელებული

ილია II ძალიან საყვარელი პატრიარქი იყო. ვიცი, რას ნიშნავდა ის თქვენთვის საქართველოში, მაგრამ მისი სიყვარული შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს მრავალ, მრავალ ადგილას იყო გავრცელებული. მსოფლიოს ყველა კუთხემ იგრძნო მისი სიყვარული, - ამის შესახებ ოკლაჰომას წმინდა იაკობის სახელობის მონასტრის წინამძღვარმა ათანასემ სიონის საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩამოვედი ოკლაჰომას მონასტრიდან, წმინდა იაკობის სახელობის მონასტრიდან. ჩამოვედი ჩვენი სულიერი მამის, დიონისეს ლოცვა-კურთხევით, რომელიც პატრიარქ ილია II-ის დიდი ხნის მეგობარი და ძმა იყო. პატრიარქ ილიას ადრეც შევხვედრივარ, რამდენიმე წლის წინ და ახლა ამერიკიდან მის დაკრძალვაზე ჩამოსვლა შევძელი.

ის ძალიან საყვარელი პატრიარქი იყო. ვიცი, რას ნიშნავდა ის თქვენთვის საქართველოში, მაგრამ მისი სიყვარული შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს მრავალ, მრავალ ადგილას იყო გავრცელებული. მსოფლიოს ყველა კუთხემ იგრძნო მისი სიყვარული.

დიდი კურთხევაა აქ მის დაკრძალვაზე ყოფნა, მილიონობით ადამიანის ნახვა, ვინც მას პატივი მიაგო“, - აღნიშნა აბატმა ათანასემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს