გიორგი ვაშაძე - უსამართლობა საზოგადოების ყველა ნაწილში აღწევს: ზოგს პატიმრობით შეეხო, ზოგს ჯარიმებით, ზოგს სამსახურიდან გათავისუფლებით, ზოგსაც ქვეყნიდან წასვლის იძულებით - ამის წინააღმდეგ ერთადერთი გზა კონსოლიდაციაა

4 შვილის დედა წელიწადნახევრით საპატიმროში გაუშვეს. ამ უსამართლობამ მხოლოდ ელენეს არ მიაკითხა - ის დღეს საზოგადოების ყველა ნაწილში აღწევს, - ასე ეხმაურება „სტრატეგია-აღმაშენებლის“ ლიდერი, „ოპოზიციური ალიანსის“ წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე სასამართლოს განაჩენს, რომლის მიხედვითაც „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მისი თქმით, „ამ უსამართლობის წინააღმდეგ ერთადერთი გზა კონსოლიდაცია და ერთად დგომაა“.

“4 შვილის დედა წელიწადნახევრით საპატიმროში გაუშვეს. ამ უსამართლობამ მხოლოდ ელენეს არ მიაკითხა - ის დღეს საზოგადოების ყველა ნაწილში აღწევს: ზოგს პატიმრობით შეეხო, ზოგს ჯარიმებით, ზოგს სამსახურიდან გათავისუფლებით, ზოგსაც ქვეყნიდან წასვლის იძულებით.

ამ უსამართლობის წინააღმდეგ ერთადერთი გზა კონსოლიდაცია და ერთად დგომაა. ეს არის ის გზა, რომელიც საქართველოს ამ მძიმე განსაცდელიდან გამოიყვანს. ერთ მუშტად შეკრულ ქართველ ერს ვერ დაუპირისპირდება რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც ამ უსამართლობის წყაროა. ეს ბრძოლა აუცილებლად სიმართლის გამარჯვებით დასრულდება. ჩემი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ელენეს!” - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, „დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო.

არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს