გია ვოლსკი - სამძიმარზე ელჩების მოსვლამ შეიძლება დააბალანსოს ის დუმილი, რომელიც ევროპული დედაქალაქებიდან გავიგეთ

ელჩებს მადლობა, რომ ქართულ ეკლესიას და პატრიარქს პატივი მიაგეს, მაგრამ [ბრიუსელიდან] განცხადებების არ გაკეთება იმის გამოხატულებაა, რომ ეკლესიას პოლიტიკური რაკურსით განიხილავენ და ყურადღებას არ აქცევენ რეალური დამოკიდებულების გამოხატულებას, რისი დემონსტრირებაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა მოახდინა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სამძიმარზე ელჩების მოსვლამ შეიძლება დააბალანსოს ის დუმილი, რომელიც „ევროპული დედაქალაქებიდან გავიგეთ“.

„აქ დიდი ხანი პროპაგანდა მეფობდა, რომ ყველაფერი პრორუსულია. თითქოს, ქართული ეკლესიაც პრორუსულია იმის გამო, რომ რუსეთის ეკლესიას არ ლანძღავს, მწვავე განცხადებებს არ აკეთებს. საქართველოს ხელისუფლებასაც პრორუსს უწოდებდნენ იმის გამო, რომ ისეთ დაპირისპირებაში არ შედის, რომელიც ქვეყნისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება. ეს ტრენდია, რომელსაც ევროპელი ლიდერები ვერ დაუპირისპირდნენ და გაურკვევლობაშიც ჩავარდნენ, თუმცა ევროპელი ელჩები დაკრძალვის დღეს იყვნენ და სამძიმარიც გამოხატეს.

მახინჯი ტრენდი ჩამოყალიბდა, რომ საქართველოს ხელისუფლება თითქოსდა პრორუსულია. ეკლესია კი, რომელიც მას მხარს უჭერს, შერაცხული იყო პრორუსულ რაღაც სტრუქტურად. ის დამოკიდებულებაც აქედან გამომდინარეობს, რაც ვიხილეთ.

ელჩებს მადლობა, რომ ქართულ ეკლესიას და პატრიარქს პატივი მიაგეს, მაგრამ [ბრიუსელიდან] განცხადებების არ გაკეთება, რაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რუბიოს მხრიდან გავიგეთ, იმის გამოხატულებაა, რომ პოლიტიკური რაკურსით განიხილავენ ეკლესიას და ყურადღებას არ აქცევენ რეალური დამოკიდებულების გამოხატულებას, რისი დემონსტრირებაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა მოახდინა.

გარკვეული ტრენდი შექმნეს და ამას საზოგადოების დიდი ნაწილი დაუპირისპირდა. ამ გაურკვევლობამ პოლიტიკური პოზიცია ჩამოაყალიბა და ეცადნენ, რომ ქვეყანაში არსებული რეალობა ამ პოლიტიკური ტრენდით გადაეფარათ. მათი დუმილი არანაირ მხარდაჭერას და სიმპათიას არ გამოხატავდა, რაც საქართველოს თავს დაატყდა. ეს ყველაფერი სამწუხაროა, მაგრამ სამძიმარზე მათი ელჩების მოსვლამ შეიძლება დააბალანსოს ის დუმილი, რომელიც გავიგეთ ევროპული დედაქალაქებიდან“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს